აკროპოლისი (ბერძნ. ἀκρόπολις. აკროს – ἀκρόs ნიშნავს ზედა, პოლის – πολις ნიშნავს ციხეს) ძველი ბერძნული ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი, ე. წ. ზედა ქალაქი. ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. აკროპოლისი იყო პირველადი დასახლებული ადგილი. მის გარშემო შენდებოდა ნაკლებად დაცული ე. წ. ქვედა ქალაქი. აკროპოლისი წარმოადგენდა ციხესიმაგრეს, რომელსაც ომიანობის დროს თავს აფარებდა ქალაქის მოსახლეობა. ჩვეულებრივ აქ ქალაქის მფარველი ღმერთების სახელზე აგებდნენ ტაძრებს. აკროპოლისთა ნანგრევებში (მიკენის, ათენის, არგოსის და სხვა) ნაპოვნია მატერიალური კულტურული მრავალი ძეგლი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ათენის აკროპოლისის არქიტექტურული და ქანდაკების თვალსაჩინო ნიმუშები (დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნე), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოთავსებულია ბრიტანეთის და საბერძნეთის მუზეუმში. ათენის აკროპოლისში შექმნილია არქეოლოგიური ნაკრძალი და მუზეუმი. აკროპოლისში როგორც წესი, ყოველთვის იდგა ქალაქის მფარველი ღმერთის ტაძარი. ყველაზე მეტად ცნობილია ათენის აკროპოლისი, რომელიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
No comments:
Post a Comment