საეკლესიო ხელოვნება
Tuesday, April 24, 2012
მეღვინეობა არის კვების მრეწველობის დარგი, რომელიც ამზადებს ღვინოს, შამპანურს, კონიაკს, აგრეთვე ხილკენკრეულის ღვინოს. ღვინის დამზადება ყურძნის წვნის ან დურდოს ალკოჰოლური დუღილის მეშვეობით. მეღვინეობის ნედლეული საღვინე ვაზის ჯიშის თეთრი ან წითელი ყურძენია, რომელიც ტექნიკური სიმწიფის პერიოდში საკმაორაოდენობით შეიცავს ამა თუ იმ ტიპის ღვინის ფორმირება-ჩამოყალიბებისათვის საჭირო შაქრებს, მჟავებსა და ექსტრაქტის ცალკეულ კომპონენტებს. ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების (კახური, ქართლის, იმერული, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზური და სხვა), ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები: თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები.
კატეგორიების მიხედვით ღვინო არის ჯიშობრივი და კუპაჟური. ჯიშობრივ ღვინოს ამზადებენ ერთი ჯისის ყურძნისგან, კუპაჟურს კი - სხვადასხვა ყურძნის ჯიშის ნარევისაგან. ყურძნის ღვინო ორგვარია: წყნარი ღვინო, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირორჟანგის შემცველი.
თავის მხრივ წყნარი ღვინოც შეიძლება იყოს შემდეგნაირი: მშრალი ღვინო, სპირტის დაუმატებლად მიღებული სუფრის ღვინო, რომელიც შეიცავს ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღბულ 9,0-14,0% (მოცულობითი) სპირტსა და შაქარს არა უმეტეს 0,3%-ისა. მისი საწარმოო დაძველების ხანგრძლივობაა 1,5 წ. კახური ტიპის ღვინისთვის - 1 წ.
მოტკბო მშრალი ღვინო, რომელიც შეიცავს 9,0 %-12,0% (მოცულობითი) სპირტს და 3,0-8,0% დაუღუდებელ შაქარს.
შემაგრებული ღვინის დამზადების დროს ნებადართულია რექტიფიცირებული სპირტის გამოყენება. A შემაგრებული მაგარი ღვინო 17,0-20,0% (მოცულობითი) სპირტის, აქედან 3% მიღებულია ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილით. დასაშვებია შეიცავდეს 1,0-14,0% შაქარს. საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ.
B შემაგრებული სადესერტო ღვინო შეიცავს 12,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, აქედან არანაკლები 1,2%-ისა ალკოჰოლური დუღილითაა მიღებული, საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ. შაქრის შემცველობის მიხედვით არის მოტკბო, ტკბილი და არომატული. მოტკბო შეიცავს 14,0-16,0 % (მოცულობითი) სპირტს, 5,0-12,0% შაქარს; ტკბილი - 15,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, 21,0-35 % შაქარს; არომატული - 16,0-18,0% (მოცულობითი) სპირტს, 6,0-16,0% შაქარს.
ნახშირორჟანგის შემცველ ღვინოებს ეკუთვნის ჰერმეტულ ჭურჭელში წნევის ქვეშ დუღილის შდეგად ნახშირორჟანგის ბუნებრივად გაჯერებული ღვინო. აგრეთვეშუშხუნა ან აირიანი, სატურაციით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო.
მეღვინეობა არის კვების მრეწველობის დარგი, რომელიც ამზადებს ღვინოს, შამპანურს, კონიაკს, აგრეთვე ხილკენკრეულის ღვინოს. ღვინის დამზადება ყურძნის წვნის ან დურდოს ალკოჰოლური დუღილის მეშვეობით. მეღვინეობის ნედლეული საღვინე ვაზის ჯიშის თეთრი ან წითელი ყურძენია, რომელიც ტექნიკური სიმწიფის პერიოდში საკმაორაოდენობით შეიცავს ამა თუ იმ ტიპის ღვინის ფორმირება-ჩამოყალიბებისათვის საჭირო შაქრებს, მჟავებსა და ექსტრაქტის ცალკეულ კომპონენტებს. ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების (კახური, ქართლის, იმერული, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზური და სხვა), ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები: თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები.
Sunday, April 8, 2012
აკროპოლისი (ბერძნ. ἀκρόπολις. აკროს – ἀκρόs ნიშნავს ზედა, პოლის – πολις ნიშნავს ციხეს) ძველი ბერძნული ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი, ე. წ. ზედა ქალაქი. ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. აკროპოლისი იყო პირველადი დასახლებული ადგილი. მის გარშემო შენდებოდა ნაკლებად დაცული ე. წ. ქვედა ქალაქი. აკროპოლისი წარმოადგენდა ციხესიმაგრეს, რომელსაც ომიანობის დროს თავს აფარებდა ქალაქის მოსახლეობა. ჩვეულებრივ აქ ქალაქის მფარველი ღმერთების სახელზე აგებდნენ ტაძრებს. აკროპოლისთა ნანგრევებში (მიკენის, ათენის, არგოსის და სხვა) ნაპოვნია მატერიალური კულტურული მრავალი ძეგლი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ათენის აკროპოლისის არქიტექტურული და ქანდაკების თვალსაჩინო ნიმუშები (დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნე), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოთავსებულია ბრიტანეთის და საბერძნეთის მუზეუმში. ათენის აკროპოლისში შექმნილია არქეოლოგიური ნაკრძალი და მუზეუმი. აკროპოლისში როგორც წესი, ყოველთვის იდგა ქალაქის მფარველი ღმერთის ტაძარი. ყველაზე მეტად ცნობილია ათენის აკროპოლისი, რომელიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
Thursday, April 5, 2012
პრაქსიტელე – ძველი ბერძენი მოქანდაკე, ანტიკური ხანის (ჩვ.წ.აღ. IV საუკუნის), ერთ-ერთი სახელგანთქმული მოღვაწე. იგი არის, პატარა დიონისეთი ჰერმესის და აპოლონის ცნობილი ქანდაკებების ავტორი. პრაქსიტლეს შემოქმედება აღწერილია რომაულ წყაროებსა და ანტიკური ხანის ავტორთა გადმოცემებში. პრაქსიტლეს შემოქმედებას ფერთა გამას კი მხატვარი ნიკია აძლევდა.
ითვლება, რომ ათენელი შემოქმედის კეთისოდოტის შვილი პრაქსიტელე, დაიბადა ათენში ჩვ.წ.აღ. 390 წელს. ალექსანდრე მაკედონელის დროისთვის, კი ალბათ, მოქანდაკე უკვე ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო.
პრაქსიტელე – პირველი მოქანდაკეა, რომელმაც მაქსიმალური რეალობით გამოსახა შიშველი ქალის, აფროდიტა კნიდსელის სხეული, სადაც შიშველ ღვთაებას ხელით უჭირავს სხეულზე ჩამოცურებული ჩასაცმელი. შემდგომში ბევრი მოქნდაკე ზუსტად ასეთ პოზაში კვეთდა ღვთაების სხეულს. პრაქსიტლეს აფროდიტა იმდენად პოპულარული გახდა, რომ სკულპტურაში სფუძველი დაუდო ქალის ქანდაკების ახალ ტიპს: აფროდიტა კნიდსელის ტიპს (ასეთს, მაგალითისთვის განეკუთვნება ვენერა მილოსსელი).
პრაქსიტლეს საპატივცემულოდ პლანეტა მერკურზე ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი დაერქვა.
აფროდიტე მილოსელი (ბერძნ. Ἀφροδίτη τῆς Μήλου, Aphroditē tēs Mēlou) უფრო ცნობილი, როგორც ვენერა მილოსელი (ფრანგ.Vénus de Milo), არის ძველი ბერძნული ქანდაკება და ძველი საბერძნეთის სკულპტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში. შეიქმნება ძველი წელთაღრიცხვის 130-100 წლებს შორის და გამოსახავს ბერძნული მითოლოგიის სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს (ვენერას რომაულ მითოლოგიაში). სკულპტურა თეთრი მარმარილოსაგანაა შექმნილი და სიმაღლით 203 სანტიმეტრია. მისი ორიგინალური მკლავები და პოსტამენტი დღეისთვის აღარ არსებობენ. ცნობილია, რომ ქანდაკება ალექსანდროს ანტიოქიელის ნამუშევარია.
ქანდაკება 1820 წელს შემთხვევით აღმოჩენეს ეგეოსის ზღვის კუნძულ მილოსზე საიდანაც იგი ფრანგმა ოფიცრებმა შეისყიდეს და საფრანგეთში ჩაიტანეს. 1821 წელს იგი მეფე ლუი XVIII-ს მიართვეს, ხოლო მეფემ იგი ლუვრის მუზეუმს გადასცა სადაც იგი დღემდე ინახება.
ანტიკური ხანა (ლათ. antiquus — ძველი) — ტერმინი პირველად გამოჩნდა XVIII ს აუკუნის ფრანგულ სამეცნიერო ლიტერატურაში და თავდაპირველად აღნიშნავდა უძველესი წარსულის ხელოვნების განსაკუთრებულ სფეროს. მას შემდეგ მრავალი ნაშრომი მიეძღვნა ხელოვნების ისტორიის შესწავლას, საერთო აღიარება ჰპოვა აზრმა ძველი ბერძნული და რომაული კულტურების უაღრეს მნიშვნელობაზე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. სწორედ ამ უაღრესობის გამო ეწოდა მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურებს „ანტიკური“.
ანტიკური ცივილიზაციის ქრონოლოგიური ჩარჩოები ასეთია: ძვ. წ. VIII – ჩვ. წ. V საუკუნის შუა წლები. ეს არის თითქმის თორმეტი საუკუნე. თუმცა დროის ეს ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს, თუკი მივათვლით წინამავალ ოთხ საუკუნეს, რომელსაც კრეტა–მიკენის კულტურა ეწოდება და რომლის წიაღშიც აღმოცენდა ანტიკურობა.
Subscribe to:
Posts (Atom)