საეკლესიო ხელოვნება

Tuesday, April 24, 2012



მეღვინეობა არის კვების მრეწველობის დარგი, რომელიც ამზადებს ღვინოს, შამპანურს, კონიაკს, აგრეთვე ხილკენკრეულის ღვინოს. ღვინის დამზადება ყურძნის წვნის ან დურდოს ალკოჰოლური დუღილის მეშვეობით. მეღვინეობის ნედლეული საღვინე ვაზის ჯიშის თეთრი ან წითელი ყურძენია, რომელიც ტექნიკური სიმწიფის პერიოდში საკმაორაოდენობით შეიცავს ამა თუ იმ ტიპის ღვინის ფორმირება-ჩამოყალიბებისათვის საჭირო შაქრებს, მჟავებსა და ექსტრაქტის ცალკეულ კომპონენტებს. ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების (კახური, ქართლის, იმერული, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზური და სხვა), ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები: თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები. 

კატეგორიების მიხედვით ღვინო არის ჯიშობრივი და კუპაჟური. ჯიშობრივ ღვინოს ამზადებენ ერთი ჯისის ყურძნისგან, კუპაჟურს კი - სხვადასხვა ყურძნის ჯიშის ნარევისაგან. ყურძნის ღვინო ორგვარია: წყნარი ღვინო, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირორჟანგის შემცველი.
თავის მხრივ წყნარი ღვინოც შეიძლება იყოს შემდეგნაირი: მშრალი ღვინოსპირტის დაუმატებლად მიღებული სუფრის ღვინო, რომელიც შეიცავს ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღბულ 9,0-14,0% (მოცულობითი) სპირტსა და შაქარს არა უმეტეს 0,3%-ისა. მისი საწარმოო დაძველების ხანგრძლივობაა 1,5 წ. კახური ტიპის ღვინისთვის - 1 წ.
მოტკბო მშრალი ღვინო, რომელიც შეიცავს 9,0 %-12,0% (მოცულობითი) სპირტს და 3,0-8,0% დაუღუდებელ შაქარს.
შემაგრებული ღვინის დამზადების დროს ნებადართულია რექტიფიცირებული სპირტის გამოყენება. A შემაგრებული მაგარი ღვინო 17,0-20,0% (მოცულობითი) სპირტის, აქედან 3% მიღებულია ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილით. დასაშვებია შეიცავდეს 1,0-14,0% შაქარს. საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ.
B შემაგრებული სადესერტო ღვინო შეიცავს 12,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, აქედან არანაკლები 1,2%-ისა ალკოჰოლური დუღილითაა მიღებული, საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ. შაქრის შემცველობის მიხედვით არის მოტკბო, ტკბილი და არომატული. მოტკბო შეიცავს 14,0-16,0 % (მოცულობითი) სპირტს, 5,0-12,0% შაქარს; ტკბილი - 15,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, 21,0-35 % შაქარს; არომატული - 16,0-18,0% (მოცულობითი) სპირტს, 6,0-16,0% შაქარს.
ნახშირორჟანგის შემცველ ღვინოებს ეკუთვნის ჰერმეტულ ჭურჭელში წნევის ქვეშ დუღილის შდეგად ნახშირორჟანგის ბუნებრივად გაჯერებული ღვინო. აგრეთვეშუშხუნა ან აირიანი, სატურაციით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო.